Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში დრონით თავდასხმა განხორციელდა "სევერსტალის" ქარხანაზე


ადგილობრივი გამოცემა „ჩერეპოვეცკაია ისტინას“ ცნობით, დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქდა ქარხნის ერთ-ერთი ინდუქციური ღუმელი. საარქივო ფოტო: 17 მარტი, 2006.
ადგილობრივი გამოცემა „ჩერეპოვეცკაია ისტინას“ ცნობით, დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქდა ქარხნის ერთ-ერთი ინდუქციური ღუმელი. საარქივო ფოტო: 17 მარტი, 2006.

7 მარტს რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში, აფეთქება მოხდა „სევერსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ჩერეპოვეცკაია ისტინა“ იტყობინება. მისი თქმით, დრონის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ინდუქციური ღუმელი აფეთქდა.

მოგვიანებით დრონის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გეორგი ფილიმონოვმა დაადასტურა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„სევერსტალში“ ადრე იტყობინებოდნენ, რომ საწარმოში ტექნოლოგიური ინციდენტი მოხდა. კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ბლოკი ექსპლუატაციიდან იქნა ამოღებული „ადრე დაგეგმილი რემონტისთვის“. ცნობაში არ არის ნახსენები დრონის თავდასხმა.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე რეგულარულად ხორციელდება დრონებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებსა და საწარმოებზე.

ჩერეპოვეცის მეტალურგიული კომბინატი არის „სევეროსტალ როსიისკაია სტალის“ დივიზიონის საკვანძო აქტივი.

XS
SM
MD
LG