განახლება: Meta-ს პროდუქტებზე წვდომა აღდგენილია.
Meta-ს პროდუქტები 5 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე, გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო. გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე", - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე Facebook-ის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა.
პლატფორმების სტატუსის შემოწმება მომხმარებლებს Metastatus-სა და Downdetector-ზე შეუძლიათ. Downdetector-ის მონაცემებით, დაფიქსირდა 300 000-ზე მეტი შეტყობინება ფეისბუქის, ხოლო 20 000-ზე მეტი შეტყობინება ინსტაგრამის გათიშვაზე.