Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მარტს შეხვედრას გამართავენ ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 8 მარტს ფლორიდაში შეხვედრას გამართავს აშშ-ის ექსპრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა თავისი ვეტერანი მოკავშირის პრეზიდენტად დაბრუნებას წლევანდელ არჩევნებში.

მემარჯვენე ორიენტაციის ორბანს - რომელსაც ევროკავშირთან ხშირი დაპირისპირება აქვს თავისი ანტისაემიგრაციო კამპანიების და სასამართლო სისტემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გამაძლიერებელი ნაბიჯების გამო - ტრამპი "დიდ ლიდერს" უწოდებს.

ორბანის კონსერვატიული საზოგადოებრივი პოლიტიკა მოწონებით სარგებლობს აშშ-ის პოპულისტ პოლიტიკოსებს შორის.

XS
SM
MD
LG