„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, - იშველიებს გამოცემა ექიმის სიტყვებს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო“.
ექიმის ნიფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს.
ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან და ძეგლებთან და პატივი მიაგეს პოლიტიკოსის ხსოვნას. OVD-Info უფლებათა ჯგუფის ცნობით, ათზე მეტ ქალაქში პოლიციამ 18 თებერვლის საღამოს 401 ადამიანი დააკავა.
ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ ქალაქ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 თებერვალს გერმანიაში რუსეთის ელჩი დაიბარა ალექსე ნავალნის, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერის, სიკვდილის გამო.