პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ გააგრძელებს ქმრის საქმიანობას.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა... სირცხვილი ის კი არაა გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო“, - იულია ნავალნაია.
რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვდარია, მისი ცხედარი კი გამქრალია. პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ის კრემლმა მოკლა და ცხედარი მტკიცებულებების გასანადგურებლად გადამალა.