რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს უცხადებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოჯახს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გამოეხმაურა.
„ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უმძიმეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში.“ - განაცხადა შარლ მიშელმა