Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის რეჟიმს - შარლ მიშელი ნავალნის სიკვდილზე


შარლ მიშელი
შარლ მიშელი

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებისთვის. ის თავის იდეალებს შეეწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უმძიმეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. მეომრები კვდებიან. მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, - დაწერა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

XS
SM
MD
LG