Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 400-ზე მეტი პირი დააკავეს ალექსეი ნავალნის ხსოვნის აქციებში მონაწილეობისთვის


ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსვლების 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს რუეთში. მოსკოვში. მოქალაქეს ხელში უჭირას პლაკატი წარწერით: "პუტინი ნავალნის მკვლელი". 17 თებერვალი, 2024 წელი
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსვლების 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს რუეთში. მოსკოვში. მოქალაქეს ხელში უჭირას პლაკატი წარწერით: "პუტინი ნავალნის მკვლელი". 17 თებერვალი, 2024 წელი

რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქციების დროს.

ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მძაფრი ოპონენტის, 47 წლის ნავალნის უეცარი სიკვდილი დიდი დარტყმა იყო მრავალი რუსისთვის, რომლებიც მასზე მომავლის იმედებს ამყარებდნენ.

ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან და ძეგლებთან და პატივი მიაგეს პოლიტიკოსის ხსოვნას. OVD-Info უფლებათა ჯგუფის ცნობით, ათზე მეტ ქალაქში პოლიციამ 18 თებერვლის საღამოს 401 ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG