ნატოს ქვეყნების ლიდერების “მომენტალური” რეაქცია მათსავე ინტერესებს ამხელს - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, ვლადიმირ პუტინი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ ჩელიაბინსკს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა.
მთავარი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი პრეზიდენტს არც კი უხსენებია.
ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000-იან წლებში მოვიდა და მალევე რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი გახდა. სხვებისგან ასაკი, ღიაობა და სილაღე გამოარჩევდა.
რადიო თავისუფლება იხსენებს რუსეთის პრეზიდენტთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც მოკლეს ან დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში.