Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნეს


ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა
ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.

"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისიდან ბარსელონაში Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე გაფრინდა. აფრენიდან რამდემე წუთში კი თვითმფრინავი, ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. ამ დროს ბორტზე 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. მისი თქმით, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მგზავრებმა არ იცოდნენ, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.

flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.
flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.

XS
SM
MD
LG