Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.

flightradar24-ის მონაცემები
flightradar24-ის მონაცემები

ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.

"პილოტმა გამოაცხადა, რომ ტექნიკური შემოწმების მიზეზით უკან ვბრუნდებოდით. პანიკა არ ყოფილა, თუმცა დაჯდომის შემდეგ გვაჩქარებდნენ, თვითმფრინავი სწრაფად დაგვეტოვებინა", - იხსენებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

მგზავრებმა არ იცოდნენ, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.

ბორტი, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში დააბრუნეს
ბორტი, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში დააბრუნეს

მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება და განმარტა, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.

"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როდის გაფრინდებიან მგზავრები, ამ ეტაპზე უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს ავიაკომპანიისგან პასუხის მიღებას.

XS
SM
MD
LG