რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, შემუშავდეს წინადადებები "თანამემამულეთა რეპატრიაციაზე, უცხო, მათ შორის არამეგობრული ქვეყნებიდან უკანონო დეპორტაციის შემთხვევისთვის".
გარდა ამისა, პუტინმა გასცა დავალება, შემუშავდეს წინადადებები "მუდმივად უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების უზრუნველსაყოფად".
რუსეთის მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტთან მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საბჭომ იდეები 2024 წლის 1 ივლისს უნდა წარმოადგინონ.
რუსეთის ხელისუფლება "თანამემამულეებს" უწოდებს უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და რუსული წარმომავლობის პირებს.
პუტინი ახლახან აცხადებდა, რომ ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ლატვიიდან დეპორტაცია, მიემართება რუსეთის უსაფრთხოების საკითხს.