Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა

კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა


კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი
კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

გავრცელებული ვარაუდით, 8 იანვარს 40 წელი შეუსრულდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს - სახელმწიფო მედია ინარჩუნებს მის დაბადების დღესთან ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ სიჩუმის ტრადიციას. ჩრდილოეთ კორეის მმართველ რეჟიმს მისი დაბადების დღის თარიღი გასაიდუმლოებული აქვს.

აშშ-ის ხელისუფლების მონაცემებით, კიმ ჩენ ინი 1984 წელსაა დაბადებული, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს მას 40 წელი შეუსრულდა.

კიმ ჩენ ინის წინამორბედი ლიდერების, ანუ მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები სახელმწიფო დღესასწაულებია ამ ავტორიტარულ ქვეყანაში. თუმცა თავად კიმ ჩენ ინის სავარაუდო დაბადების დღე ყოველ წელს სიჩუმეში გადის, მას არც მედიაში არ ახსენებენ და არც - კალენდრებზე.

XS
SM
MD
LG