Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბომბი ჩამოაგდო უკრაინულ ქალაქში, რომელსაც თავად აკონტროლებს


საილუსტრაციო ფოტო. ომით გამოწვეული ნგრევა ლუგანსკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. ომით გამოწვეული ნგრევა ლუგანსკის ოლქში

რუსმა სამხედროებმა ბომბი ჩამოაგდეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა.

რუსეთის მიერ თავის რეგიონად გამოცხადებული ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის(ФАБ-250) „არასაშტატო ჩამოსვლა“. პასეჩნიკის თანახმად, ტერიტორიიდან, სადაც საბრძოლო მასალა ჩამოვარდა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სამაშველო სამსახურის და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლები მუშაობენ.

იანვრის დასაწყისში რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაში, სადაც სახლები დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა. დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 25-ზე მეტი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები.

XS
SM
MD
LG