რუსეთის განცხადებით, მისმა არმიამ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს შეცდომით დაბომბა ვორონეჟის რეგიონში მდებარე სოფელი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან 150-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ პეტროპავლოვკაში დაზიანდა ექვსი შენობა, მსხვერპლი არ არის.
თავდასხმა განხორციელდა იმ დროს, როცა რუსეთის არმიამ რაკეტებით და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინაზე, რასაც კიევსა და ხარკოვში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი.