Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოფიციალური პირების ცნობით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ექვსი პალესტინელი და ერთი ისრაელელი დაიღუპა შეტაკების შედეგად

ოფიციალური პირების ცნობით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ექვსი პალესტინელი და ერთი ისრაელელი დაიღუპა შეტაკების შედეგად


საილუსტრაციო ფოტო:ისრაელელი სამხედროები პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან, ტულკარმის მახლობლად. 2024 წლის 4 იანვარი
საილუსტრაციო ფოტო:ისრაელელი სამხედროები პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან, ტულკარმის მახლობლად. 2024 წლის 4 იანვარი

ისრაელის თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ მებრძოლებს, რომლებიც თავს დაესხნენ არმიას პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, იტყობინებიან სამხედროები, ხოლო ოფიციალური პირების თქმით, დარტყმის შედეგად ექვსი პალესტინელი დაიღუპა.

Reuters-ის ცნობით, სამხედროების და პოლიციელების თანახმად, 7 იანვარს ქალაქ ჯენინში ოპერაციის დროს ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ერთი მეომარი დაიღუპა, სხვები დაშავდნენ - მათ ავტომანქანას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს.

ინციდენტი მოხდა რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოგზაურობის დროს. ბლინკენის რეგიონში ჩასვლის მიზანი არის დაძაბულობის შემცირება, რომელიც გაზრდილია აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ დაჯგუფება ჰამასსა და ისრაელს შორის ომის გამო.

XS
SM
MD
LG