Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობმა ობიექტმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია უკრაინის მხრიდან


ფოტო არქივიდან: პოლონეთის არმიის MIM-104 პატრიოტი, 2022 წლის 16 მარტი
ფოტო არქივიდან: პოლონეთის არმიის MIM-104 პატრიოტი, 2022 წლის 16 მარტი

პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დააღვია. ობიექტს პოლონეთის ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხედავდა. თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.

პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. პოლონეთის არმია ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიასაც აანალიზებს. ჯერჯერობით ობიექტი ნაპოვნი არაა, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სასწრაფო სხდომა მოიწვია თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და ოპერატიული სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის მონაწილეობით. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით საბძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა პარასკევს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბის გამთენიისას დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ცნობილია სულ მცირე 18 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ.

ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში სხვადასხვა მფრინავი ობიექტი, სავარაყდოდ რაკეტები და დროები უკვე რამდენჯერმე მოხვდა.

XS
SM
MD
LG