Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით უკრაინაში 12 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე დაშავდა რუსეთის ერთ-ერთი მასშტაბური იერიშის შედეგად


რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ კიევის თავზე გაჩენილი შავი კვამლი. 2023 წლის 29 დეკემბერი
რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ კიევის თავზე გაჩენილი შავი კვამლი. 2023 წლის 29 დეკემბერი

უკრაინაში, 29 დეკემბერს რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 70-მდე დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„სარაკეტო იერიშების ქვეშ აღმოჩნდა კიევი სვიატოშინსკის, პოდოლსკის და შევჩენკოს რაიონები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მანქანები და საცავები. 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ქალაქ ლვოვზე. აფეთქებამ დააზიანა კორპუსი და ინფრასტრუქტურა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 9", - წერს კლიმენკო ტელეგრამის არხში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დნეპროპეტროვსკის სავაჭრო ცენტზე, ხოლო 2 ადამიანი ოდესის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საავიაციო და სარაკეტო იერიშის შედეგად.

რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ საავიაციო და სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა.

„სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია“, - ამბობს ზელენსკი.

29 დეკემბრის მასირებულ თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG