ირანმა კიდევ ერთხელ უარყო წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებში მონაწილეობა. თეირანში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის გამართლებას წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის იყო საერთაშორისო წყლებში სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილების მომხრე.
აშშ-ის თანახმად, ირანი იემენში ჰუტის მომხრე მეამბოხეებს დრონებით, რაკეტებითა და სათვალთვალო სისტემებით ეხმარება თავდასხმების განხორციელებაში. თეირანის დახმარების გარეშე მეამბოხეებს გაუჭირდებოდათ სავაჭრო გემების მარშრუტების ეფექტიანად თვალყურის დევნება, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.
ირანი ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს.
ირანის ოფიციალური პირებმა არაერთხელ გამოაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გეგმებზე.