აზერბაიჯანის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 18 დეკემბერს დაგმო მოწოდება ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლითაც, როგორც მოელიან, პრეზდიენტი ილჰამ ალიევი კვლავ გაიხანგრძლივებს 20-წლიანი პრეზიდენტობის ვადას - ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მოწოდებას არადემოკრატიული უწოდეს და განაცხადეს, რომ კანდიდატებს არ დაასახელებენ.
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია (PFPA) ასევე აცხადებს, რომ ამომრჩეველს შინ დარჩენას ურჩევს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს და ყოველთვის მოვითხოვთ სამართლიან კონკურენციას. თუმცა ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ გაყალბებულ ფარსში სახელად 'არჩევნები', 'დემოკრატიის' ამ იმიტაციაში" - აცხადებს სახალხო ფრონტის ლიდერი, ალი კარიმლი.
პარტია მუსავათი ასევე აცხადებს, რომ არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება - თუმცა თავს იკავებს 7 თებერვლის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოსვლისგან.