Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 27 ნოემბერი, 2023.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 27 ნოემბერი, 2023.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის ჯარების შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგობისა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარებას.

სტოლტენბერგმა ეს განცხადება 28 ნოემბერს გააკეთა ალიანსის 31 წევრი ქვეყნის შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატოს წევრებმა უკრაინას უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამ დახმარებამ უკრაინას საშუალება მისცა, „მძიმე დანაკარგები მიეყენებინა რუსეთის ჯარებისთვის, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება“, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ისაუბრა იმაზე, კვლავაც დაეხმარება თუ არა უკრაინას აშშ ვაშინგტონში პოლიტიკური ჩიხის პირობებში და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკიდან დახმარება, რომელმაც დღემდე 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, კვლავაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG