Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სტიქიიდან 118-ე დღესაც გრძელდება ძებნის სამუშაოები - აცხადებენ შსს-ში


კურორტი შოვი სტიქიის შემდეგ, 5 აგვისტო
კურორტი შოვი სტიქიის შემდეგ, 5 აგვისტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება შოვში სტიქიის დროს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. კურორტზე ღვარცოფული მოვლენების განვითარებიდან 118 დღე გავიდა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

"გრძელდება საძიებო სამუშაოები ერთი პირის მიმართ როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. არ შეჩერებულა ძებნის ღონისძიება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

XS
SM
MD
LG