კვირას, 26 ნოემბერს, „ჰამასმა“ "წითელ ჯვარს" გადასცა ისრაელის კიდევ 14 მოქალაქე, ასევე სამი უცხოელი, რომლებიც ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს. ამის შესახებ განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა "წითელი ჯვრის" ინფორმაციაზე დაყრდნობით. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში პალესტინური ჯგუფი „ჰამასი“ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
თავად „ჰამასის“ თანახმად, მან "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს' გადასცა 13 ისრაელელი, სამი ტაილანდელი და კიდევ რუსული პასპორტის მქონე ერთი მძევალი. ამის თაობაზე Reuters-ი იუწყება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მძევალს ორმაგი (ისრაელის და რუსეთის) მოქალაქეობა აქვს - აღნიშნავს BBC-ის რუსული სამსახური.
ისრაელის საინფორმაციო პორტალ Ynet-ის ცნობით, გათავისუფლებული ისრაელელების ახალ ჯგუფში 9 ბავშვია.
ისრაელის პენიტენციურმა სამსახურმა, თავის მხრივ, დაადასტურა 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება.
26 ნოემბერს გაიმართა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელებისა და უცხოელების ისრაელში ნასამართლევ პალესტინელებში გაცვლის მესამე ეტაპი. გასული ორი დღის განმავლობაში 41 მძევალი და 78 პალესტინელი გაათავისუფლეს. „ჰამასის“ პატიმრებს შორის, რომლებიც "წითელ ჯვარს" გადასცეს, იყვნენ 26 ისრაელელი, 14 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი.