Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია უკრაინის პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს


ოდესის ოლქის საზღვაო ნავსადგურზე რუსეთის საავიაციო იერიშის კვალი. 2023 წლის ივლისი
ოდესის ოლქის საზღვაო ნავსადგურზე რუსეთის საავიაციო იერიშის კვალი. 2023 წლის ივლისი

ევროკომისია რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინული პორტების აღდგენისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 25 ნოემბერს განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გაგზავნილი შესაბამისი წერილის ფოტო. ეპისტოლეში ურზულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ კავშირისთვის "ღრმა შეშფოთების" მიზეზია რუსეთის მიერ შავი ზღვის შეთანხმებიდან გასვლა და შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის საკვების მიწოდებისთვის. იგი მიესალმა კიევის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც ზღვით ექსპორტის გაგრძელების საშუალება მისცა.

XS
SM
MD
LG