რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სახით უკრაინისთვის დამატებით მილიარდობით დოლარის გამოყოფის საკითხზე კონგრესში მსჯელობის ფონზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ქვეყანა ზედმეტად ბევრ ფულს ახარჯავს უკრაინას.
გამოკითხვა ჩაატარა Associated Press-NORC-მა - საზოგადოებრივი ურთიერთობის შემსწავლელმა ცენტრმა. ეს განწყობილება, თავის მხრივ, ხსნის იმ რესპუბლიკელი დეპუტატების პოზიციას კონგრესში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ბაიდენის მცდელობას, დამტკიცდეს უკრაინისთვის დახმარების ახალი ტრანში და მიიჩნევენ, რომ ეს ფული საშინაო პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს.
რუსეთის წინააღმდეგ ომში აშშ უკრაინის მთავარი დამხმარე ძალაა. ამ მხრივ მას გერმანია მოსდევს. დახმარების სახით უკრაინას მიეწოდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და ასევე გამოეყოფა ფულადი სახსრები.