Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დააკავეს „ქართული ორგანიზაციის“ 30 წევრი


საილუსტრაციო ფოტო: ესპანეთის პოლიციის ავტომობილი
საილუსტრაციო ფოტო: ესპანეთის პოლიციის ავტომობილი

ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავა „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა.

გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.

ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG