Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა


ისრაელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წინა ვიზიტი 16 ოქტომბერს შედგა
ისრაელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წინა ვიზიტი 16 ოქტომბერს შედგა

დღეს დილით ისრაელში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ეს ისრაელში მისი მესამე ვიზიტია 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად ისრაელმა პალესტინელთა ამ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ომი გამოუცხადა.

ენტონი ბლინკენი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს. თელ-ავივში გამგზავრების წინ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აპირებს ისრაელის მთავრობასთან განიხილოს „ჰამასის“ საწინააღმდეგო კამპანიის მიმდინარეობა, სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომები, მძევალთა გათავისუფლების საკითხი და ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის აღსაკვეთად.

ენტონი ბლინკენმა ისრაელის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა 12 და 16 ოქტომბერსაც.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3700-ზე მეტი ბავშვი.
  • ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG