Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
Carlsberg-ის ხელმძღვანელი: „რუსეთმა ბიზნესი მოგვპარა“

Carlsberg-ის ხელმძღვანელი: „რუსეთმა ბიზნესი მოგვპარა“


Carlsberg-ის ლუდსახარში ქარხანა კრასნოიარსკში. 29 იანვარი, 2015 წელი
Carlsberg-ის ლუდსახარში ქარხანა კრასნოიარსკში. 29 იანვარი, 2015 წელი
დანიურმა კონცერნმა, Carlsberg-მა, ყველანაირი საქმიანი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან და უარს ამბობს მოურიგდეს რუსეთის მთავრობას, რომელსაც სურს, კანონიერად გააფორმოს ფირმის აქტივების კონფისკაცია - განაცხადა კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა.
კონცერნი გასული წლიდან ცდილობს გაყიდოს თავისი შვილობილი ფირმა „ბალტიკა“ რუსეთში, სხვა დასავლური ფირმების კვალდაკვალ, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების გამო დატოვეს. მაგრამ, როგორც Reuters-ი წერს, როცა ივნისში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მყიდველს მიაგნო, მომდევნო თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიაში Carlsberg-ის წილის დროებით ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
კონცერნის გენერალურმა დირექტორმა იაკუჰ აარუპ-ანდერსენმა, რომელმაც თანამდებობა სექტემბერში დაიკავა, განაცხადა: "გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ მათ მოიპარეს ჩვენი ბიზნესი და რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ, ეს კანონიერად გაასაღონ".
Carlsberg-ს რუსეთში ჰქონდა რვა ქარხანა, სადაც 8400 ადამიანი იყო დასაქმებული. შარშან "ბალტიკის" ღირებულება 1,41 მილიარდ დოლარად შეფასდა.
XS
SM
MD
LG