Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი ორმა კანდიდატმა შეიტანა


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია.

კონკურში ორი კანდიდატი დარეგისტრირდა:

ა) გიორგი შავერზაშვილი (საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი);
ბ) მაია ვირსალაძე (კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი).

კონსერვატორიამ გამოაქვეყნა კანდიდატთა მიერ წარდგენილი კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები:

კონსერვატორიის ყოფილ რექტორს ნანა შარიქაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ის 23 ოქტომბრიდან თანამდებობაზე აღარ არის.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტემბრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. თუმცა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აცხადებდა, რომ იგი კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო და კულტურის მინისტრს ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

შუამდგომლობა, რომლითაც კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა მინისტრის ბრძანების შეჩერების მოთხოვნით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 13 ოქტომბერს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კონსერვატორიამ უკან გაიტანა სასამართლო სარჩელი მის წინააღმდეგ.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნების შეჩერებას წინ უძღოდა 20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება. პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მან კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. წულუკიანის თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის და მინისტრი ვალდებულია, ამ ვითარების გათვალისწინებით, შეცვალოს ხელმძღვანელი.

ინტერვიუ კონსერვატორიის ყოფილ რექტორთან
please wait

No media source currently available

0:00 0:50:41 0:00

XS
SM
MD
LG