კონსერვატორიის მე-17 რექტორს, ნანა შარიქაძეს რექტორის პოსტზე ვადის ამოწურვის ბოლო თვეებში არაერთხელ მოუწია მოესმინა კულტურის მინისტრისგან საჯარო კრიტიკა და შეურაცხყოფა.
რექტორის არჩევნების წინ სამინისტრომ არჩევნების პროცესი შეაჩერა - რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყოფილი რექტორი იხსენებს შეხვედრას კულტურის სამინისტროში, მუქარას აკრედიტაციის შეჩერების შესახებ და ვაჭრობას ბიუჯეტის თემით. ის ღიად ამბობს, რომ კონსერვატორიამ ვერ ჩააბარა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ტესტი.