Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სააგენტოს განცხადებით, ღაზას უწყვეტი დახმარება სჭირდება


ავტომანქანების კოლონა ჰუმანიტარული ტვირთით ღაზის სექტორში შედის ეგვიპტიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით. 21 ოქტომბერი, 2023 წელი
ავტომანქანების კოლონა ჰუმანიტარული ტვირთით ღაზის სექტორში შედის ეგვიპტიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით. 21 ოქტომბერი, 2023 წელი

გაეროს განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის ავიაციის მიერ თითქმის სამკვირიანი, შეუჩერებელი დაბომბვის შემდეგ, რასაც ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა პალესტინელთა ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე, ღაზას ესაჭიროება „უწყვეტი“ დახმარება. ამის შესახებ განაცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ:

ღაზის სექტორს ესაჭიროება „მნიშვნელოვანი და უწყვეტი“ დახმარება... საჭიროა არსებობდეს დახმარების მნიშვნელოვანი და შეუფერხებელი ნაკადი. და წარმატების მისაღწევად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი დახმარება, ვისაც ეს სჭირდება", - განაცხადა ლაზარინიმ.

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის პასუხად ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პალესტინელთა ტერიტორია - ღაზის სექტორი - სისტემატურად იბომბება და ალყაშემორტყმულია. ასიათასობით ადამიანი სურსათის, წყლის და საწვავის ნაკლებობას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ გასულ კვირაში რეგიონში დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შესვლა, რაც გაეროს თანახმად, არასაკმარისია.

დააჭირეთ ფოტოს
დააჭირეთ ფოტოს

XS
SM
MD
LG