Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ირანში ბირთვული იარაღის განვითარების ცენტრი დაბომბა - Axios


ისრაელის სამხედრო საავიაციო ძალების თვითმფრინავი აფრენამდე. 2024 წლის 26 ოქტომბერი
ისრაელის სამხედრო საავიაციო ძალების თვითმფრინავი აფრენამდე. 2024 წლის 26 ოქტომბერი

ისრაელის არმიამ ირანში ბირთვული იარაღის განვითარების კვლევითი ცენტრი გაანადგურა, - წერს Axios-ი. გამოცემის ინფორმაციით, ეს ოქტომბრის ბოლოს ირანზე მასიური იერიშის დროს მოხდა. სამეცნიერო ცენტრი პარჩინის სამხედრო ბაზაზე, თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.


Axios-ი ეყრდნობა საკუთარ წყაროებს, მათ შორის სამი ოფიციალური პირი შეერთებული შტატებიდანაა, ერთი ისრაელიდან და ერთი ისრაელის ყოფილი ოფიციალური პირია.

Axios-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ბირთვული იარაღი იქმნებოდა განადგურებულ კვლევით ცენტრში, ხოლო ფორმდებოდა ისეთნაირად, რომ შესაძლებელი იყო წარმოედგინათ, როგორც კვლევები სამოქალაქო მიზნით.

ეს სამეცნიერო ცენტრი უმოქმედოდ ითვლებოდა 2003 წელს, ირანის ბირთვული პროგრამის ოფიციალური შეწყვეტის შემდეგ. მაგრამ წელს ამერიკულმა და ისრაელის სადაზვერვო უწყებებმა მიიღეს ცნობები იქ საქმიანობის ახალი ნიშნების არსებობის შესახებ. "ეს იყო სრულიად საიდუმლო. ამის შესახებ ირანის მთავრობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა", - უთხრა "აქსიოსს" ამერიკულმა წყარომ.

  • ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანის ტერიტორიაზე. შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ირანის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ თეირანის შემოგარენში. ისრაელის შეტევა მოსალოდნელი იყო ოქტომბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში.
  • ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო ირანის სამხედრო ობიექტები, მათ შორის - სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG