Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი გმობს ანტისემიტიზმის ზრდას ღაზაში ომის გამო


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 ოქტომბერს გამოხატა შეშფოთება ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედების შემდეგ გერმანიასა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდის გამო.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ თანახმად, შოლცმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ქალაქ დესაუში ახალი სინაგოგის გახსნაში. ქალაქის ბოლო სინაგოგა ნაცისტებმა 85 წლის წინ გაანადგურეს.

გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ისრაელის დროშები ჩამოგლიჯეს, გასულ კვირას კი უცნობებმა ბერლინის სინაგოგას ორი „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლი ესროლეს.

წინა დღეს ისრაელის ხელისუფლებამ ანტისემიტური განწყობების მნიშვნელოვანი ზრდის გამო თავის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობისგან - გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების საფრთხეების ზრდის შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში.

  • ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა.
  • 7 ოქტომბრიდან ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია ათასობით ადამიანი.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ღაზის სექტორში მძევლობაში უნდა იყოს დაახლოებით 200 ადამიანი.
XS
SM
MD
LG