Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი: გერმანია ისრაელის გვერდით დგას. შოლცის თელ-ავივში ვიზიტისას რამდენჯერმე იყო საჰაერო განგაში


საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ბერლინი. 16 მარტი
საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ბერლინი. 16 მარტი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელში ყოფნისას მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ გერმანია სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მხარში უდგას მას.

თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა: „ეს არის ვიზიტი მეგობრებთან რთულ დროს. ისრაელის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფო პრინციპია“. შოლცმა პირობა მისცა ნეთანიაჰუს, რომ დაიცავს ებრაულ ობიექტებს გერმანიაში: „ გერმანიაში ებრაული სიცოცხლე საჩუქარია“.

ნეთანიაჰუმ "ჰამასის" თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე უწოდა „ჰოლოკოსტის" შემდეგ ებრაელთა მიმართ უმძიმესი დანაშაული.“

თელ-ავივში ყოფნისას, საჰაერო განგაშის გამო გერმანიის კანცლერს რამდენჯერმე მოუწია გერმანიის საელჩოს ბომბსაფარში ჩასვლა. მისი გარემოცვის თანახმად, კანცლერს იქ რამდენიმე წუთით მოუხდა ყოფნა. ქალაქის ცენტრში ისმოდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, „რკინის გუმბათის“ ყრუ აფეთქებების ხმა.

მოგვიანებით, კაიროში გაფრენამდე, საჰაერო განგაშის გამოცხადების გამო გერმანიის დელეგაციას მოუწია სამთავრობო თვითმფრინავის დატოვება. კანცლერი შოლცი აეროპორტის ბომბსაცავში ჩაიყვანეს, თვითმფრინავში მყოფნი ტრაპთან ძირს დაწვნენ. გააქტიურდა ანტისარაკეტო თავდაცვა.

XS
SM
MD
LG