Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ 13 მძევალი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დროს


ისლამური უნივერსიტეტის შენობა ღაზაში ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ. 13 ოქტომბერი. 2023 წელი
ისლამური უნივერსიტეტის შენობა ღაზაში ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ. 13 ოქტომბერი. 2023 წელი
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დროს დაიღუპა 13 მძევალი, მათ შორის უცხოელები, რომლებიც სხვადასხვა არეალში ჰყავდა დაკავებული.
„ჰამასის“ თანახმად, 13 მძევალი ბოლო 24 საათის განმავალობაში დაიღუპა. დაჯგუფებას მათი ეროვნება არ გაუმხელია. ისრაელს ცნობა არ დაუდასტურებია, იტყობინება AP-ი.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზაში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მათივე უსაფრთხოებისთვის ევაკუაციისა და სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს.
ისრაელის არმიის ამ განცხადებამდე გაერომ გაავრცელა ღაზის სექტორში თავისი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მოსთხოვა, 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
გაეროს თანახმად, ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს. სავარაუდოა, რომ ღაზის მცხოვრებთათვის ევაკუაციისკენ მოწოდება უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.
XS
SM
MD
LG