მიხეილ აჯიაშვილი (მიხაილ არდენ) საქართველოდან ისრაელში 22 წლის წინ გადასახლდა, როცა 17 წლისა იყო. დღეს ის ისრაელის მოქალაქეა, თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და როგორც ისრაელის ყველა მოქალაქე, ვისაც სამხედრო სამსახური აქვს გავლილი, ისიც მოელის ომში გაწვევას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდა.
„ვფიქრობ, ამერიკას თელ-ავივი და კიევი სხვადასხვა რამეს სთხოვენ, ასე რომ, უახლოეს მომავალში ამ დილემის წინაშე არ აღმოვჩნდებით. მაგრამ თუ ისრაელის კონფლიქტი გაიწელა, გაიზრდება ამის [რესურსების კონფლიქტის] რისკიც, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება საჰაერო თავდაცვასა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრის კაბინეტის უფროსი 2019-2022 წლებში, ნიკო ლანგე. ვაჟა თავბერიძემ მასთან ინტერვიუ ომის ახალ თეატრზე საუბრით დაიწყო.
შეიძლება თუ არა, რუსეთს ეთამაშა როლი ისრაელში „ჰამასის“ შეჭრაში - მოვლენაში, რომელიც რეგიონულ ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავდა?
ისრაელის და უცხოელი ჟურნალისტები სამშაბათს ჩავიდნენ კიბუც კფარ აზაში - ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის პატარა სოფელში, რომელიც შაბათს რამდენიმე საათით ჩაიგდეს ხელთ პალესტინელთა ექტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა. ჟურნალისტთა ინფორმაცით, კიბუცში სასტიკად დახოცეს სამოქალაქო პირები. ასახელებენ სხვადასხვა რიცხვს - 70-დან 200-მდე.