ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ 9 ოქტომბერს, დღისით განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია.
ირანის მაცხოვრებლები, რადიკალური ისლამისტების მოწინააღმდეგეები, ტვიტერში მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ირანელებს მხარდაჭერისთვის.
ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.