20 ოქტომბერს ორი მძევლის, ჯუდიტ (იუდიტ) რაანანისა და მისი 17 წლის ქალიშვილის ნატალი რაანანის გათავისუფლების მიუხედავად, - პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ტყვეობაში უნდა რჩებოდეს 200-მდე მძევალი.
ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბრის რეიდის დროს დაახლოებით 1400-მდე ადამიანის დახოცვას და მრავალი მძევლის აყვანას, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ავიაიერიშებით უპასუხა, რათა ერთდროულად მიაღწიოს როგორც მძევლების გათავისუფლებას, ისე „ჰამასის“ განადგურებას.