"დარტყმის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა მოკლეს მერად აბუ მერადი, რომელიც იყო ჰამასის საჰაერო სისტემის ხელმძღვანელი ღაზაში. ის მეტწილად პასუხისმგებელი იყო ტერორისტების მართვაზე გასულ შაბათს", - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
ისრაელის სარდლობამ განაცხადა, რომ საუბარი ჯერ არ არის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე. არამედ ეს იყო მიზანმიმართული რეიდები, რომლის დროსაც სამხედროებმა განახორციელეს ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა და ჩაატარეს დაზვერვა, იმის დასადგენად, თუ სად შეიძლება იმყოფებოდნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლები.