Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ „ღრმა მწუხარება“ გამოხატა ლიბანში ჟურნალისტის დაღუპვის გამო


ჟურნალისტების ავტომანქანას ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. მასში Reuters-ის ჟურნალისტთან ერთად კიდევ ექვსი პირი იმყოფებოდა. ალმა ალ-შააბი, ლიბანი. 13 ოქტომბერი, 2023 წელი
ჟურნალისტების ავტომანქანას ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. მასში Reuters-ის ჟურნალისტთან ერთად კიდევ ექვსი პირი იმყოფებოდა. ალმა ალ-შააბი, ლიბანი. 13 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელის არმიამ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ღრმად წუხს“ Reuters-ის სააგენტოს ჟურნალისტის დაღუპვის გამო ლიბანთან საზღვრის არეალში ცეცხლის დაშენის დროს.

„ღრმად ვწუხვართ“ ჟურნალისტის დაღუპვის გამო, თქვა არმიის წარმომადგენელმა, რიჩარდ ჰეხტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, როცა მას 13 სექტემბერს Reuters-ის ოპერატორის დაღუპვის შესახებ ჰკითხეს.

თუმცა ისრაელის სამხედროებს პასუხისმგებლობა ოპერატორის სიკვდილისთვის თავის თავზე არ აუღიათ. „საქმეს ვიძიებთ", თქვა ჰეხტმა ინციდენტის გამო, როცა „როიტერსის“ ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, დაშავდა კიდევ ექვსი - მათ შორის AFP-ის სააგენტოს ორი რეპორტიორი.

14 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში, "ჰეზბოლას“ ობიექტს მიაყენა დარტყმა, რაც ისრაელის არმიის თანახმად, პასუხი იყო ლიბანის სამხრეთიდან „ისრაელის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტების შეღწევასა“ და ისრაელის დრონისთვის ცეცხლის დაშენაზე, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

"ჰეზბოლა" ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც საფრთხეს წარმოადენს ისრაელისთვის "მეორე ფრონტის" გახსნის საშიშროების მხრივ.
XS
SM
MD
LG