Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რუსეთმა დატოვოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური


რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი
რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წევრი სახელმწიფოები მოითხოვენ, რუსეთმა დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური.

IAEA-ის წევრმა ქვეყნებმა 28 სექტემბერს ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც გამოვიდნენ მოწოდებით, "დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს ყველა უნებართვო სამხედრო ძალა უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურიდან და სადგური მყისიერად დაუბრუნდეს უკრაინის კომპეტენტური უწყებების სრულ კონტროლს".

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია მოწოდება, ობიექტის ყველა ადგილი თავისუფლად ხელმისაწვდომი იყოს IAEA-ის მუდმივი წარმომადგენლებისთვის.

XS
SM
MD
LG