Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: უკრაინის სამშვიდობო გეგმა, გაეროს მცდელობა განახლდეს მარცვლეულის შეთანხმება "არარეალისტურია"


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმა, ისევე, როგორც გაეროს წინადადება განახლდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, "არარეალისტურია".

"ეს სრულიად მიუღწეველია" - თქვა ლავროვმა კიევის 10-პუნქტიან გეგმაზე. "ეს არაა რეალისტური. ... მაგრამ, ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ ესაა ერთადერთი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის".

გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა იმიტომ, რომ არ შესრულდა მასთან დაკავშირებული დაპირებები, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთი ბანკისთვის სანქციების მოხსნა და დაბრუნება გლობალურ SWIFT-ის სისტემაში.

XS
SM
MD
LG