Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია სამველ შაჰრამანიანი


სამველ შაჰრამანიანის გამოსვლა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში. 9 სექტემბერი, 2023.
სამველ შაჰრამანიანის გამოსვლა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში. 9 სექტემბერი, 2023.

შაბათს გამართულ სხდომაზე მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელად აირჩია სამველ შაჰრამანიანი.

„ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23-მა დეპუტატმა, რომელთაგან 22-მა ხმა მისცა შაჰრამანიანის კანდიდატურას, ერთი წინააღმდეგი იყო“, - იუწყება „ინტერფაქსი“. სააგენტო აღნიშნავს, რომ შაჰრამანიანი იყო ერთადერთი კანდიდატი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე.

1 სექტემბერს პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა ყარაბაღის ყოფილმა მეთაურმა არაიკ არუთუნიანმა, რომელიც რესპუბლიკას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას მთავრობის მეთაურის5 გურგენ ნერსისიანის გადაყენებისა და მის ნაცვლად შაჰრამანიანის დანიშვნის შესახებ. მედია მაშინ წერდა, რომ შაჰრამანიანი შესაძლოა ჰარუთიუნიანის მემკვიდრე გამხდარიყო.

არუთუნიანმა აღიარა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანთან ომში დამარცხებამ და ამის შემდეგ წარმოქმნილმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა რეგიონის ხელმძღვანელობის მიმართ, წერს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

XS
SM
MD
LG