Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა


ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი

​ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე ​ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი გახდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა გაიწმინდა ჩამოწოლილი მიწის მასისგან.

გზის ამ მონაკვეთზე ღამით წვიმის გამო ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უკვე მესამე დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი წვიმა მოდის. ამის გამო განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლები და დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

7 სექტემბერს "გარემოს ეროვნულმა სააგენტომ" ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ. სახელმწიფო სამსახური იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება.
XS
SM
MD
LG