Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მესამე ცხედარი იპოვეს


ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სტიქიის ზონა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სტიქიის ზონა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი
იპოვეს. მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.

შსს აღნიშნავს, რომ გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ ქობულეთის ქუჩები დატბორა.

XS
SM
MD
LG