Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს გურიაში სტიქიას გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი და მობილიზებლი ტექნიკა

"ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია
11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელ ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია", - ნათქვამია შსს განცხადებაში.

მაშველებმა იპოვეს ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და გრძელდება 2
პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები.

შსს-ს თანახმად "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები."

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის მუნიციპალიტეტის მრავალი სოფელი დაზარალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი., დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ ქობულეთის ქუჩები დატბორა.

XS
SM
MD
LG