ქობულეთის მუნიციპალიტეტში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა, რამაც ქალაქში რამდენიმე ქუჩა დატბორა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. ადგილზე მიმდინაროესბ ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. დატბორილ ქუჩებს წმენდენ. ქობულეთის მერიის პრესამსახურის ცნობით, ითვლიან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსაც.
„რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების აღგენითი სამუსაოები. მოძრაობა მალე აღდგება. ქობულეთში მდინარე აჭყვის ადიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ბაზრის ტერიტორია. მიყენებული ზიანი დაითლება და ხალხს ზიანი აუნაზრაურდება“ - ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა გურიის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია, შსს-ს თანახმად მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
შსს-ს ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების
კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები,
ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
უწყება რეგიონში მყოფ მოსახლეობას, მოუწებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და
დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების
მითითებებს.