Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შეიტანს წვლილს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემარათონის ფარგლებში ჟურნალისტის ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლინობის აღდგენაში შეიტანს წვლილს.

„მჯერა უკრაინის გამარჯვება წერტილს დაუსვამს.. ძალიან ბედნიერი ვიქნები ამ სახელმწოფოების ხალხის გამო.. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გააჩენს, შექმნის დემოკრატიას და წვლილს შეიტანს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს იცავს, თუმცა ეროვნულ დონეზე შეზღუდვები არ დააწესა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

საქართველოს ხელისუფლების განცხადეებით, საქართველო ტერიტორიუმი მთლიანობის აღდგენას და ქვეყნის დეოკუპაცის მხოლოდ მშვიდობიანი გზით ხედავს, პრემიერ-მისნიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა შეინარჩუნა და "მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ".

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის „არ არსებობს საომარი ვარიანტი და არ არსებობს მეორე ფრონტი, რომელიც უკრაინას დაეხმარება“

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

XS
SM
MD
LG