Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავეს რუსეთის უშიშროების სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით


ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა.

სამი მათგანი პატიმრობაში მოათავსეს, კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ქვეყნის დატოვება აეკრძალება და ვალდებული იქნება, გამომძიებლებს შეატყობინოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ რუსეთის სპეცსამსახურების სახელით "განახორციელეს საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა სხვა პირთა მოქმედების თავისუფლებას, ხელშეუხებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას".

გამოძიების დროს ცენტრალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა 14 ადგილზე, რის შედეგადაც ამოღებულია საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად საჭირო არაერთი მოწყობილობა და დოკუმენტი. მათ შორის, როგორც უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო ოპერატიული საქმიანობისთვის.

  • სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავე პირებს აკავებენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მათ შორის, "რუსეთის ჯაშუშური ქსელი" გამოააშკარავეს პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

XS
SM
MD
LG