Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიკორა" ადასტურებს, რომ მათთან ნაყიდი პროდუქტით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა


"ნიკორა" ("ნიკორა ტრეიდი") გავრცელებული განცხადებით ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამ სუპერმარკეტების ქსელში შეძენილი მზა საკვებით 8 ადამიანი მოიწამლა. საქართველოში ათეულობით მაღაზიით წარმოდგენილი კომპანია ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მომმარაგებელს.

"მათთან [სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან] აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია "ჯეო დისტრიბუცია", - წერია "ნიკორას" განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ("ნიკორა ტრეიდს") მზა საჭმლის დამზადებისთვის საჭირო საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზი კვლევებით აღმოჩენილი პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელაა. გაირკვა, რომ სუპერმარკეტების ქსელში ნაყიდი მზა პროდუქტით 8 ადამიანი მოიწამლა. მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა ჭამეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. კომპანია "ნიკორას", გარდა მზა საკვების საწარმოო პროცესის შეჩერებისა, დაეკისრა ჯარიმა.

XS
SM
MD
LG